1766050229
მძიმე ავარია მოხდა რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში
მძიმე ავარია მოხდა რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან, წყაროს ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.










