დღეს ნიკოლოზობაა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1766088272
უნდა უზრუნველვყოთ რუსული გაყინული აქტივების დაბლოკვა ევროპაში ომის დასრულებამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაუხდის რეპარაციას უკრაინას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„გასულ ოქტომბერს, როგორც გახსოვთ, ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი, დავბლოკოთ ევროპაში არსებული რუსული გაყინული აქტივები ომის დასრულებამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაუხდის უკრაინას რეპარაციას. გასულ კვირას საბჭომ დაამტკიცა, გრძელვადიანად მოახდინოს ევროპაში არსებული რუსული გაყინული აქტივების ბლოკირება. მეორე გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, არის ის, რომ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 2026 და 2027 წლებისთვის. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ფორმას ამის განსახორციელებლად.
როგორც იცით, კომისიამ წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ვრცელი ანგარიში გვაქვს ევროკავშირის საბჭოში და გარწმუნებთ, რომ დღესაც და საჭირო თუ იქნება, ხვალაც ვიმუშავებთ და არ დავტოვებთ ამ საბჭოს სხდომას საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის ფინანსურს საჭიროებებს 2026 და 2027 წლებისთვის“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.