ავიაკატასროფას NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი ემსხვერპლა

ბიფლი

ჩრდილოეთ კაროლინაში NASCAR-ის (სერიული ავტომობილებით რბოლის ეროვნული ასოციაცია) მძღოლის კუთვნილი კერძო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა და რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.
 მათ შორის - NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი, დაიღუპა, როდესაც კერძო თვითმფრინავი ჩრდილოეთ კაროლინას აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან ახლოს დაეშვა.

ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია (FAA) იტყობინება, რომ ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

ირედელის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა Daily Mail-ს განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მან ზუსტი რიცხვი არ დაასახელა.

ახლო მეგობრის თქმით, ბიფლი საშინელი ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის იყო.

ბიფლის სახელზე რეგისტრირებული კომპანია GB Aviation Leasing LLC თვითმფრინავის მფლობელია. გაურკვეველია, იმყოფებოდა თუ არა 55 წლის ბიფლი თვითმფრინავში.

სურათებზე ჩანს თვითმფრინავის ცეცხლი, და ცაზე სქელი შავი კვამლი ამოდის.

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) Daily Mail-ს განუცხადა, რომ Cessna C550 დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.