მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1766001384
არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დიღმელაშვილი. "კურიერის" ინფორმაციით, მას საკუთარ დისშვილზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. გამოძიების საფუძველი გახდა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის სოციალური მუშაკის შეტყობინება მოსწავლის მიმართ, ბიძის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
დავით დიღმელაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" საგარეჯოს საკრებულოს წევრი იყო.
ის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აიყვანეს. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი და არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული დავით დიღმელაშვილი სავარაუდოდ ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
„კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანების საქმეთა მთავარმა სამმართველომ გამოძიება სოციალური მუშაკის შეტყობინების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. არასრულწლოვანმა 16 წლის გოგომ დუმილი სწორედ სოციალურ მუშაკთან დაარღვია და გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას მოუყვა, რომ ბიძა სისტემატურად ძალადობდა და ეს არ იყო ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა, ვინაიდან როგორც არასრულწლოვანმა სოცმუშაკს მოუყვა, წარსულშიც ბიძა მასზე როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა. გარდა ამისა, მოზარდმა სოცმუშაკს მოუყვა, რომ დავით დიღმელაშვილი სახლში ხშირად ყვიროდა, დასცინოდა და ამით მას შეურაცხყოფას აყენებდა.
როგორი არის თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პოზიცია და აღიარებს თუ არა ის დანაშაულს - ჯერჯერობით უცნობია.
„ყველა უწყება ჩართულია და ისე იქცევა, როგორც კანონი, წესი და რიგია. სოცმუშაკი ძალიან ბევრ მოსწავლესთან მოდის, ძალიან ბევრ მოსწავლეს აკითხავს ყველა სკოლაში საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს სკოლის დირექტორი ია ღვინაძე.
დავით დიღმელაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.