იმერეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაღუპულია ორი ადამიანი

avaria

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.