ბაქოში ქართველები დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა

დაკავება

თბილისში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები ბაქოში დააკავეს. 

დაკავებულები არიან -  46 წლის კახაბერ ალექსანდრია, 48 წლის რუსა სლავა, 40 წლის დავით სანიკიძე და 58 წლის ფიქრეთ სელიმოვი.

დაკავებულებს ბრალად ედებათ საცხოვრებელი ბინიდან 2000 ლარამდე ნაღდი ფულის და 50 000 ლარამდე ოქროს მოპარვა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ უცნობი პირები რამდენიმე დღის განმავლობაში ერთსა და იმავე მისამართზე მიდიოდნენ და იქ მდებარე სახლებს აკვირდებოდნენ. ისინი ბინაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც დარწმუნდნენ, რომ იქ არავინ იყო.

ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.