ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა - ავარია თელავში
1748536336
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ქალს ყირიმ-კონგოს ცხელება 15 მაისს დაუდასტურდა, იგი მალევე თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი გუშინ, 27 მაისს გარდაიცვალა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ლაბორატორიულად დადასტურებელი წელს მეორე შემთხვევაა. გასულ თვეს სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგო 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. იგი თავს კარგად გრძნობს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სამცხე–ჯავახეთში მსხვილფეხა საქონლის სპეციალური პრეპარატით დამუშავება დაიწყო. მათივე განმარტებით, ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი ჩვენს რეგიონში ფიქსირდება.
ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.
მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.
ამავე დაავადებას 2023 წელს ემსხვერპლა ექიმი ახალციხეში. 2022 წელს გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა საკირეში და ადიგენში.
202o წელს ახალქალაქში 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. 2019 წელს ასპინძაში 30 წლის კაცი გარდაიცვალა,