1747426187
„უფალო გადამირჩინე დედა... სიტყვები არ მყოფნის“ - სკოლასთან, „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი ახალ მიმართვას ავრცელებს

სკოლასთან, „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი ახალ მიმართვას ავრცელებს.
ავარიის დროს დაშავებულ ქალს სისხლი სჭირდებოდა.
„უფალო გადამირჩინე დედა... მეგობრებო, ჯერჯერობით სისხლი საკმარისია და აღარ არის საჭირო ჩაბარება. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. იმდენი ხალხი, სრულიად უცხო, ყველა გვერდში დაგვიდგა, უღრმესი მადლობა“, - წერს ნათია ბიჩინაშვილი.