„ამ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ ჩემშია...“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში დაკარგულ, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ბავშვის დედა, ნათია დიაკვნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„რამდენჯერ მოკვდი, რომ ახლა ასეთი ძლიერი ხარ? რამდენჯერ იყვირე, რომ ახლა ასე ჩუმად ხარ? ამ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ ჩემშია...“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი. 

შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.