ის ბანდიტური იერარქიის პრინცია! - ვარშავაში ქართველების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

დაკავება

ვარშავის პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტიც.

მედია არ ავრცელებს „კანონიერი ქურდის“ ვინაობას, თუმცა წერს, რომ დაკავებულია საშიში მაფიოზი, რომელიც ბანდიტური იერარქიის პრინცია.

პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ყალბი დოკუმენტები და მოპარული ნივთები ამოიღო. 

ფოტოზე ქართველი „კანონიერი ქურდები“ : სერგო ჩიხლაძე, ავთო ტუღუში, თენგო კორსაგია, ამირან სოფრომაძე, ლევან ფერაძე

ნახეთ სპეცოპერაციის ფოტოები ⇓