1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ყველაზე მუსიკალურმა მეგა შოუმ „საქართველოს ხმამ“ აიღო სტარტი.
პროექტში ქართული რეპერტუარი, გემოვნება და უნიკალური ვოკალური მონაცემები ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც მონაწილეები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ეთერში გასვლის შემდეგ გადაცემამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა და მაყურებლების მაჩვენებელი დღითიდღე მატულობს - რეკორდი მოხსნილია სოციალურ ქსელშიც, კონკურსანტების ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
ლიზი კოტრიკაძე „საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურის „ოქროს ბილეთი“ მოიპოვა. ჟიურისთან ერთად ლიზიმ მაყურებლის გულიც დაიპყრო, მისი სიმღერის ვიდეომ სულ რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში რეკორდი მოხსნა და მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
'
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმას და ახალ ვარსკვლავს მაყურებელთან ერთად, სამი სუპერ პროფესიონალი ჟიურის წევრი - რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე და გიორგი ძოწენიძე აღმოაჩენს.
მონაწილეებს რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟიურის სამივე წევრს გააჩნია ერთი ოქროს ბილეთი, რომლის მოპოვების შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოტოვებს ორ ურთულეს საკონკურსო ეტაპს.
ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"-ის საღამოს ეთერში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ იმ მუსიკალურ პროექტს, რომელიც ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლებს გაგაცნობთ. საბოლოოდ კი ერთად გავიგებთ, ვინ გახდება ქვეყნის საუკეთესო ხმის მქონე გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოდ ბინა გადაეცემა.