მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას

მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონში.

„ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას კონფლიქტის დასრულებაში. მშვიდობა და სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და შესაძლებლობებს აჩენს სამივე ქვეყნისთვის. დღე არ გავა, რომელიმე დიდმა ქვეყანამ რეგიონზე ამ ჭრილში არ ისაუბროს. ასევე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან. გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ რეგიონი უფრო მიმზიდველი გახდება ყველასთვის“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.