„ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750535920
ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შემთხვევა ბრაზილიის სანტა-კატარინასშტატის ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა.
შტატის გუბერნატორის ცნობით, ბურთზე 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 13 გადარჩა.
სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და დაზარალებულებს და მსხვერპლთა ოჯახებს საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.
პრაია გრანდე სამხრეთ სანტა-კატარინაშიმდებარეობს და პოპულარული ტურისტული ადგილია. იგი ცნობილია, როგორც "კანიონების დედაქალაქი", რადგან ტერიტორიაზე 11 კანიონია