ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
ეზოტერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს. ამჯერად, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება, რომელიც წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებად დაასახელა.
გოგა ხშირად აფრთხილებს საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
„ყველაზე მეტად რაც არ მინდა ასრულდეს, ეს არის, უმძიმესი აფეთქებით გამოწვეული რადიაცია. იმედია, არ გამართლდება რასაც ახლა ვამბობ, სხვა შემთხვევაში ძალიან დიდ ტრაგედიას მოიტანს.
მომავალი 3-4 წელი, მოვუნდებით ამ საკითხების გავლას, ნგრევას და ისევ შენებას.
წლის მიწურულს, თურქეთში მოსალოდნელია კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა.
მამაო, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.
მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ... კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მსოფლიოს გარშემო მინდა ვთქვა, რომ იტალიაში, მოხდება ძლიერი მიწისძვრა, ასევე გახშირდება წყლის მოვარდნები. თურქეთში კვლავ ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი“,- ამბობს გოგა მანია.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634