სასამართლომ მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძიებით დადგინდა, 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 20 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.