ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420
ირანული მედია ისრაელის იერიშების შედეგად მეათე ბირთვული მეცნიერის, ტაბატაბეი გომშეშის დაღუპვას ადასტურებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერის დაღუპვის შესახებ, როგორც BBC წერს, თავდაპირველად თეირანის შარიფის უნივერსიტეტის გაზეთმა გამოაცხადა. გომშეში სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.
BBC-ს ცნობით, საუნივერსიტეტო გაზეთი იუწყება, რომ მეცნიერი მეუღლესთან, მანსურა ჰაჯისალემთან ერთად "გასულ კვირას საკუთარ სახლში" მოკლეს.
ირანს აქამდე 9 ბირთვული მეცნიერის დაღუპვა აქვს დადასტურებული.
ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ფერეიდონ აბასი, თეირანის აზადის ისლამური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად მეჰდი თეჰრანჩი, თეირანის შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წევრები – აბდოლჰამიდ მინოუჩეჰრი, აჰმად რეზა ზოლფაგარი და ამირჰოსეინ ფეგი, მეცნიერები – აქბარ მოთალებიზადე, ალი ბაქაი ქარიმი, მანსურ ასგარი და საიდ ბორჯი.
აქამდე ისრაელის Channel 12 სატელევიზიო არხი იუწყებოდა, რომ ისრაელის ოპერაცია "ნარნიის" ფარგლებში 9 ირანელი ბირთვული მეცნიერი "ერთდროულად" დაიღუპა, ხოლო მეათე და სავარაუდოდ, სწორედ გომშეში, ამ ოპერაციიდან მალევე გაანეიტრალეს.