ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანზე დარტყმები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მან ირანს მსოფლიოს მთავარი ტერორისტული რეჟიმი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და ვერც ექნება.

„ვიბრძოლებთ იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგანაც ჩვენ ორმაგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ; ერთ რაკეტებისგან, ხოლო მეორე, უგუნური რეჟიმის ხელში არსებული ატომური ბომბისგან მოდის. ისანი მსოფლიოში მთავარი ტერორისტული რეჟიმია. მას არ უნდა ჰქონდეს და ვერ ექნება ბირთვული იარაღი. ისრაელის მიზანია გადაურჩეს ირანულ საფრთხეს. ამ საქმის კეთებისას ჩვენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ვშველით“, - თქვა ნეთანიაჰუმ.