ბათუმის ბულვარში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

ინციდენტი ბათუმში

სოციალურ ქსელში ვრცელდება ბათუმის ბულვარში გადაღებული ძალადობის ამსახველი კადრები.

ინციდენტის მონაწილე პირები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. 

ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.