VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
სიბიგას თქმით, უნგრეთის მიერ იმ სამხედრო ნაწილის მეთაურისთვის, რომელმაც ბოლო დროს „დრუჟბაზე“ თავდასხმები განახორციელა, უნგრეთსა და მთელ შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის დაწესების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
სიბიგამ უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, „თავი შეიკავონ არამეგობრული ქმედებებისგან“ და აღადგინონ სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დიალოგი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი ღიაა ასეთი დიალოგისთვის.
შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა.