VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს, მათ შორის, მომღერალ ხატია წერეთელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ერთ-ერთმა დაკავებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მომღერალმა ხატია წერეთელმა მოსამართლეს დარბაზიდან დამსწრეების გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა დაიხურა.
როგორც პროკურორი თეა გიორგაძე აცხადებს, ამ ეტაპზე არცერთი ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, დუმილის უფლებას იყენებს ყველა ბრალდებული და დანაშაულსაც არ აღიარებენ.
პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დანაშაულის ჩამდენ პირთა წრე გაიზარდოს.
ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.