VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილის წვეულებაზე მოკლეს. როგორც the guardian-ი წერს, 23 წლის ალი კ.-ს სავარაუდოდ, მეუღლის ნათესავმა ესროლა.
მედიის ცნობით, როდესაც ახალდაქორწინებულებს ცერემონიის შემდეგ სახლში აცილებდნენ, 23 წლის ალი კ.-ს სავარაუდოდ, მეუღლის ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
პოლიციელებმა ქალი დააკავეს და მის ბაღში ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი აღმოაჩინეს. ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა გირესუნის პროვინციის ქალაქ სებინკარაჰისარში მოხდა.