„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად კითხულობენ წიგნებს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს შესანიშნავი გზაა განსატვირთად თანაც ისე, რომ ზედმეტი ინფორმაციებით არ გადაიტვირთოთ. ამიტომ, იმ წიგნის ხელში აღება ნამდვილად ღირს, რომლის წაკითხვაზეც ამდენი ხანია ფიქრობთ. თუმცა სანამ ამას იზამთ, წიგნის კითხვის უფრო კონკრეტულ სარგებელსაც გაგაცნობთ.
ჯერ იმას გეტყვით, რომ კვლევა 3635 მონაწილეს მოიცავდა და 50 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს 12 წლის მანძილზე შეისწავლიდა. მათ აღმოაჩინეს, რომ მონაწილეები, რომლებიც დღეში წიგნს 30 წუთის ან უფრო მეტი ხნის მანძილზე კითხულობდნენ, 23 თვით მეტხანს ცოცხლობდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც წიგნებს არ კითხულობდნენ. მიღებული შედეგი შენარჩუნდა ისეთი ცვლადების განხილვის შემთხვევაშიც, როგორებიცაა ასაკი, სქესი, განათლება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საინტერესოა, რომ მსგავსი სარგებელი არ იყო ძლიერად გამოხატული იმ პირებში, რომლებიც მხოლოდ გაზეთებსა და ჟურნალებს კითხულობდნენ - „როცა წიგნის კითხვას იწყებთ, იგი მეტ კონცენტრაციას, მდგრად ფოკუსსა და აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, ვიდრე მოკლე სტატიები“.
კითხვის გავლენა ტვინის ჯანმრთელობაზე
ამგვარად, გვეუბნებიან, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების გარდა, კითხვით თქვენი ტვინის ფუნქციაც შეგიძლიათ, დაიცვათ.
„აქტივობები, რომლებიც გონებას გამოწვევის წინაშე აყენებს, იქნება ეს რეგულარულად კითხვა თუ სხვა რამ, ტვინის სიჯანსაღის რუტინის ღირებული ნაწილია. მასშტაბურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მეტს კითხულობენ, მეხსიერებისა და კოგნიტიური დაქვეითების უფრო დაბალი რისკის ქვეშ არიან ასაკში შესვლისას“, - განმარტავს ჯონათან გრაფ-რადფორდი, ნეიროლოგი.
ასე იმიტომ ხდება, რომ კითხვა კოგნიტიური რეზერვის ჩამოყალიბებას ეხმარება, მენტალური ბუფერის, რომელიც ტვინს საშუალებას აძლევს, დაბერებისა თუ დაზიანების პროცესში კომპენსაცია უკეთ მოახდინოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოგნიტიური რეზერვი თქვენს ტვინს უფრო მაღალ დონეზე ფუნქციონირებაში ეხმარება, მაშინაც კი, როცა ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიცდით ტვინის ჯანმრთელობის მხრივ.