1758538816
კარდიოლოგებმა დაასახელეს საკვები, რომელიც 60 წლის შემდეგ საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

მონაცემები აჩვენებს, რომ პირველი გულის შეტევის საშუალო ასაკი მამაკაცებში 65 წელია, ხოლო ქალებში 72 წელი. ამიტომ, ყოველდღიურ ჩვევებს დიდი მნიშვნელობა აქვს გულის შეტევის რისკის შესამცირებლად.
უცხოური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სამი კარდიოლოგის თქმით, არსებობს ერთი პოპულარული საუზმე, რომელიც გულს დამატებით დატვირთვას უქმნის. ისინი თვლიან, რომ ყოველ დილით საუზმეზე ძეხვის ან ბეკონის ჭამა გულის ჯანმრთელობისთვის ცუდია, რადგან ის ორგანოზე დამატებით დატვირთვას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ გადამუშავებული ცხიმიანი ხორცის რეგულარული მოხმარება უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ყოველდღიურად საუზმეზე ძეხვის ან ბეკონის ჭამამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ანთება და გამოიწვიოს წონის მატება. აღნიშნულია, რომ ეს გულზეც უარყოფითად მოქმედებს.
კარდიოლოგები ასევე ურჩევენ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მინიმუმამდე დაიყვანონ საუზმეზე სხვა საკვების, განსაკუთრებით კარაქის, ცომეულის და შემწვარი საკვების მოხმარება.