წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო
1748545388
ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ დაყოფილი ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, „ბ“, „ც“ და ა.შ. ზოგიერთის თვალში სამყარო ჯერ კიდევ კატეგორიებად არის დაყოფილი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ტვინებში მე-20 საუკუნის რაღაც კუდებია შემორჩენილი. გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ტავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
„ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, არსებობს „ბ“, „ც“ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში. ამაზე ვიდეო შედარებაც გამოვაქვეყნე, ბერლინში როგორ ააფეთქეს შენობა მაშხალა და ადამიანი სისხლის სამართლებრივად დაიჭირეს და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა, რომელიც დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობს, ამაზე გვითხრეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია. ზოგიერთის თვალში სამყარო ჯერ კიდევ კატეგორიებად არის დაყოფილი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ტვინებში მე-20 საუკუნის რაღაც კუდებია შემორჩენილი. გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.
მისი თქმით, კარგი მაგალითია ისიც, რომ როდესაც ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და ამბობს, მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს და მეორეს მხრივ, „ადამიანზე, რომელმაც ის ვერბალურად შეაწუხა, გვეუბნება, უნდა მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნაო“.
„ჩვენთან საელჩოები და დონორები არ გმობენ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების თავდასხმას დეპუტატებზე. საუბარი როდესაც არის ადმინისტრაციულ დარღვევებზე, ამბობენ, რომ გადამეტებულია. მთელი ცინიზმია, რომ ელჩი ბათუმში ჩავიდა, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, ის არ უნდა დაისაჯოს. ამ დროს ბათუმში ჩასული ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას. აქ ხომ ჩანს ამ პროცესის ფარისევლობა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ყველა საკითხზე რეაგირებს.
„ის ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხა, რაც მათი კომპეტენციაა. ცინიზმია, რომ ჩვენ გვიკიჟინებენ, პოლიციელზე ფიზიკურად თავდამსხმელ ადამიანს გმირად აქცევენ, გერმანიის ელჩი იჯდა პლაკატის წინ, სადაც წერია – „თავისუფლება მზიას“, ანუ გმირად გვიცხადებს პოლიციელზე თავდამსხმელს და თავად ამბობს, რომ ის ვინც ვერბალურად შეაწუხა, მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა. მინდა, ამის პოლიტიკური განზომილება გაჩვენოთ, თუ რამდენად უტიფარია ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.