VIDEO: ვისაც არ მოსწონს იმ ხალხმა, მაშინ უნდა წარმოადგინოს უკეთესი გეგმა - პაატა მანჯგალაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართვაზე

პაატა მანჯგალაძე

ჩემთვის გაუგებარი არაფერი იყო -  ამის შესახებ  პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კითხვის (26 მაისს, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა, ოპოზიციის ნაწილისთვის იყო გაუგებარი, რა იყო თქვენთვის ეს გამოსვლა?) განაცხადა. 

„სიტყვა სიტყვით თქვა, რომ უმჯობესია და ხალხის მოთხოვნა არის, რომ ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ მოლაპარაკების პროცესი და  გარდაუვალი აუცილებლობა იქნება და რეჟიმი წამოვა რაიმე სახის კომპრომისზე, შეიძლება ჩატარდეს ორივე ერთად. ამაში მე ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვისაც არ მოსწონს იმ ხალხმა, მაშინ უნდა წარმოადგინოს უკეთესი გეგმა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.