„ჩემი ბავშვის დედას არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია…“ - გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ კითხვას პასუხობს შვილის შესახებ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს:

„ახლა ჩემი შვილი 12 წლისაა და მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა ნამდვილად არ არის დასრულებული. ამერიკაში ჩემი ბავშვის დედას არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია. ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა, თუმცა კიდევ ვამბობ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადრე თუ ბევრს ვსაუბრობდი, რას და როგორ ვაპირებდი ჩემს შვილთან მიმართებაში, მივხვდი, ხმამაღლა აღარ უნდა ვილაპარაკო, რომ ვიღაცამ ორი ნაბიჯით არ გამასწროს. თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოსაც არ დებენ, არადა, სასწაულად მგავს. ასე რომ, ბრძოლას ჩემი 12 წლის ბიჭისთვის ვაგრძელებ…“.