ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა მედიაში გავრცელებულ დაზვერვის მასალებს ირანის განადგურებული ბირთვული ობიექტების შესახებ ღალატი უწოდა.
„ეს აღმაშფოთებელია, ღალატია, და ეს უნდა გამოძიებული იყოს. ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, - თქვა უიტკოფმა.
დიპლომატმა აგრეთვე დასძინა, რომ ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ყველა ანგარიში შეისწავლა და „ეჭვგარეშეა“, რომ სამივე ბირთვული ობიექტი, რომელზეც აშშ-მა იერიში მიიტანა, განადგურებულია.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.