საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება - თამარ ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გაეროში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

"ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დატვირთულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრებით და, ასევე, პანელური დისკუსიებით. ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი და მიმართავს ფართო საზოგადოებას.

აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას და მთლიანობაში ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება "მშვიდობა, საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა", - განაცხადა ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.