"როდესაც ადამიანის მიმართ არის ცილისწამება, ვალდებულია ცილისმწამებელი თვითონ დაამტკიცოს, რომ ეს არის რეალობა" - პარლამენტი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი მიკროფონი

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში. პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გადის.

ცვლილება ცილისწამების ნაწილს ეხება. მოქმედი კანონით, მტკიცების ტვირთი მსხვერპლის მხარესაა, "ქართული ოცნების" ინიციატივით კი, საკუთარი სიტყვების დასაბუთება, უკვე ცილისმწამებელს მოუწევს.

"მე თქვენ რომ გიწოდოთ რაღაც სიტყვა და მოგმართოთ, რომ ქურდი ხარ, ყაჩაღი ხარ და ა.შ. თურმე, ვალდებულება მე კი არ მაქვს, რომ დავამტკიცო, რომ თქვენ ხართ ქურდი ან ყაჩაღი, თქვენ გაქვთ ვალდებულება დაამტკიცოთ, რომ არ ხართ ქურდი და ყაჩაღი და თან, მე ამ წყაროს არ დავასახელებ და ამ დროს თქვენ, რომელიც არაფერ შუაში ხართ, ხართ ვალდებული, რომ დაამტკიცოთ, რომ არა ხართ აქლემი.

როდესაც ადამიანის მიმართ არის ცილისწამება, ვალდებულია ცილისმწამებელი, თვითონ დაამტკიცოს, რომ ეს არის რეალობა და მერე აღარ იქნება ცილისმწამებელი - ის იქნება სიმართლის მთქმელი. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, ამ ლოგიკას ვერაფერი შეეწინააღმდეგება, ეს არის ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ ადამიანს როცა რამეს დააბრალებ, ის შენ უნდა ამტკიცო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.