„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ზუსტად 10 დღე არჩევნებამდე - ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება და ბრალდებები კიდევ უფრო მწვავდება. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციას ყოველგვარი რესურსი ამოწურული და მარცხიც გარანტირებული აქვს და აქედან გამომდინარეობს მათი აბსურდული ბრალდებებიც.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი ცდილობდნენ როგორმე ზემოქმედება მოეხდინათ ადამიანებზე და გადაებირებინათ ისინი, ესენი არიან სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები. მათ მამუკა მდინარაძის ლანდის ეშინიათ და ასევე, ზოგადად საქართველოს მოსახლეობის, 4 ოქტომბრის შედეგების და ყველაფერი სწორედ აქედან არის გამოწვეული,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
შეგახსენებთ, გუშინ კოალიცია "ლელო - ძლიერმა საქართველომ" სუს-ი და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი, მათ თანაგუნდელებზე შანტაჟში, ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა.
საქმე ეხება, ბოლნისის მერობის კანდიდატის შეცვლილ პოზიციას, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციის სახელით მონაწილეობა აღარ ისურვა. ასეფ ჩირაგოვი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რადგან მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.