„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 570 ოჯახი მიიღებს კეთილწმოწყობილ ბინას.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ავარიული სახლები წლების განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, ხოლო პროგრამის განხორციელება შექმნის უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს ბათუმელებისთვის.
პროექტის ფარგლებში სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენდება 8 სართულიანი კორპუსი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ფასადისა და შიდა სივრცის მოწყობა. პარალელურად მიმდინარეობს 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია მშენებლობის ძირითადი სამუშაოები და მიმდინარეობს გარე და შიდა სივრცეების მოწყობა. ასევე, ე.წ. შანხაის დასახლებაში აშენდება ორი 8 სართულიანი კორპუსი.
პროგრამის დასრულების შემდეგ ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას მთავარობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე გაეცნენ.