„ცუცუნა“, „მახო“, „ნუკრი“, „აჩიკო - ექსკლუზიური ფოტო ორთაჭალის ციხიდან - ოთხივე ახალგაზრდის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა

ქურდები

ეს ექსკლუზიური ფოტო 1996 წელს ორთაჭალის ციხეშია გადაღებული. 

ფოტოზე კი გამოსახულნი არიან ქართველი „კანონიერი ქურდები“ -  ნიკოლაი აბესაძე (ნუკრი), მალხაზ მამულაშვილი (მახო), ედუარდ გაბელაია (ცუცუნა) და არჩილ გიგინეიშვილი (აჩიკო).

ოთხივე ახალგაზრდის ბედი ტრაგიკულად დასრულდა.

ნუკრი აბესაძე - „ კანონიერი ქურდი“ 19 წლის ასაკში გახდა. 22 წლის იძულებული გახდა სტატუსზე უარი ეთქვა. ბოლოს დაინახეს, როგორ ჩასვეს რუსთაველის გამზირზე ავტომობილში. 1966 წლის შემოდგომიდან მისი კვალი ქრება. 

მალხაზ მამულაშვილი - „ქურდად“ 1990 წელს 21 წლის ასაკში აკურთხეს. 1998 წლის შემოდგომაზე ციხეში ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.

ედუარდ გაბელაია (ცუცუნა) - ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური „ქურდი“ იყო. იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ბანდას, რომელიც გამოძალვებითა და გატაცებებით იყო დაკავებული. 1992 წელს თბილისში პოლიციას ესროლა და ხელყუმბარაც კი გამოიყენა, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა. 1999 წლის 21 მარტს ირკუტსკში უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ვარაუდობენ, რომ ეს შეკვეთილი ოპერაცია სამართალდამცველების მხრიდან იყო დაგეგმილი.

არჩილ გიგინეიშვილი - 90-იანების დასაწყისში „ქურდად“ ვაჟა ბიგანიშვილმა „აკურთხა“. 1996 წლის ბოლოს, პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა. მის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. „აჩიკო“ 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.