პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
1758656313
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ცენტრში აფეთქება მოხდა. შემთხვევა უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს, ისრაელის საელჩოდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული 13 წლის მოზარდია.
ხელისუფლებამ მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე აფეთქების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. როგორც „როიტერი“ წერს, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. პოლიციელმა, ბრაიან სკოტნესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „სამხედრო ტიპის“ ხელყუმბარას ჰგავდა.
„ერთი ეჭვმიტანილი დავაკავეთ, ინტენსიურად ვიძიებთ დამატებით ინფორმაციას სხვა პირების შესახებ“, – განაცხადა სკოტნესმა.
ნორვეგიის დედაქალაქში აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.