ოპოზიციას ერთი გეგმა აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში როგორმე გადარჩნენ, მათი ლიდერების შეცდომები იმდენად გამოუსწორებელია, რომ იმავე პოლიტიკის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ოპოზიციას ერთადერთი გეგმა აქვს, როგორმე ქართულ პოლიტიკაში გადარჩნენ, რადგან აქამდე მათმა იდეებმა და გეგმებმა არ გაამართლა და ახლა რთული სიტუაციიდან ზოგიერთმა გემიდან გადახტომა და სანაპიროზე გასვლა გადაწყვიტა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ოპოზიციაში ყველა ცდილობს, საკუთარ თავს უშველოს.

„სანაპიროზე გასვლა რამდენად გამოუვათ? ზღვაში იმდენად ღრმად არიან შესული, ამ შტორმიდან გამოსვლას როგორ მოახერხებენ, ეს ცალკე საკითხია. ყველა ცდილობს, საკუთარ თავს უშველოს, რადგან შეცდომები, რაც მათმა ლიდერებმა დაუშვეს, იმდენად გამოუსწორებელი და მიუღწევადია, რომ იმავე პოლიტიკის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს“, – აღნიშნა მახაშვილმა.