მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრების: ვაშაძის, წითლიძის, ბოტკოველისა და კორძაიას ხელმოწერები, იმისთვის, რომ რეზოლუცია „ევრონესტს“ მიეღო - შეხვედრა დასრულდა რეზოლუციის გარეშე

მაკა ბოჭორიშვილი

შარშანდელი „ევრონესტის“ შეხვედრაზე ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენი პოლიტიკოსების „გულწრფელობა“, როდესაც ისინი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრობენ და „ქართულ ოცნებას“ ასე ვთქვათ უწუნებენ ევროინტეგრაციის სურვილებს, თუ ევროპასთან ურთიერთობას,-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ევრონესტის“ შეხვედრაზე რეზოლუციის ინიციირებისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების რაოდენობა არ იყო საკმარისი, შესაბამისად საქართველოს დელეგაციის სხვა ოპოზიციონერ წევრებს: ვაშაძეს, წითლიძეს, ბოტკოველსა და კორძაიას ორი დღის განმავლობაში სთხოვდნენ რეზოლუციაზე ხელმოწერას, რაც მათ რა თქმა უნდა არ გააკეტეს, რითაც კიდევ ერთხელ შეუშალეს ხელი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„მე გახლდით დელეგაციის ხელმძღვანელი, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს მსურდა ინიციირება გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც „ევრონესტის“ ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. ტექსტი იყო სამ ქვეყანაზე მორგებული საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. შეეხებოდა ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტს სჭირდებოდა სამი ქვეყნის დელეგაციის თანხმობა, ან 10 ხელმოწერა, ასე მახსოვს პროცედურულად, „ქართულ ოცნებას“ მაშინ იქ ჰყავდა მხოლოდ და მხოლოდ 5 დეპუტატი დელეგაციაში ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ რეზოლუციის ინიციირება გაგვეკეთებინა დელეგაციის დანარჩენ წევრებს, მოლდოვას ჰყავდა სამი დაახლოებით, არ ჰყოფნიდათ საქართველოს და მოლდოვის დელეგაციებს რაოდენობა, უკრაინის დელეგაციამ მაშინ უარი გვითხრა, რომ მათ არ ჰქონდათ ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით და არ ჰქონდათ პოზიტიური პასუხი, რომ საქართველოს ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასაც ეხებოდა და აქ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრების ესენი იყვნენ: ვაშაძე, წითლიძე, ბოტკოველი და კორძაია, მათი ხელმოწერები იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია „ევრონესტს“ მიეღო და მათთვის ორდღიანი თხოვნის და შეთავაზების მიუხედავად ეს არ გააკეთეს „ევრონესტის“ შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.