იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისი

კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.