მძიმე ავარია ზუგდიდში - დაღუპულია ორი ადამიანი
1762802481
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან ხვალინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ეს დელეგაცია მათთან შეხვედრაზე მოისმენს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ აქვს გაცხადებული და ეს არის სიმართლე.
„ე.წ. არასამთავრობოების დუმილი არის ბევრ ხმამაღლა განცხადებაზე მეტი განცხადება. ამ დუმილზეც გექნება კითხვა, ამ დუმილზეც გვექნება პოზიცია. ჩვენ მოვუსმენთ მათ და გავაცნობთ ჩვენს პოზიციას და ჩვენი პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი. ჩვენი ყველაზე მთავარი მესიჯი არის ერთი - ვილაპარაკოთ სიმართლე და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერზე და ხვალ, ეს დელეგაცია ვერ მოისმენს ვერაფერს, რაც ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გაცხადებული“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის საქართველოში იმყოფება.
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1762802994