1758568351
ელჩების ნაწილი ერევა ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ ეს ჩვენივე ქცევის შედეგია - ალექსანდრე რაქვიაშვილი

უკვე მეორე დღეა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანია ემანუელ მაკრონის განცხადება - საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის ელჩს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
"გირჩში" კი ამბობენ, რომ ელჩების ნაწილი ნამდვილად ერევა ქვეყნის საქმიანობაში, რაც ქართული მხარის ბრალია.
"ელჩების ნაწილი ერევა ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ მეორეს მხრივ - ეს ჩვენივე ქცევის შედეგია და ჩვენივე სურვილების, მათ შორის, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ამ ქვეყნებთან. საფრანგეთის დონემდე რომ მივალთ, მათ შორის საერთაშორისო დონეზე გავლენის კუთხით, ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით, საკუთარი ეკონომიკის თუ სამხედრო სიძლიერის კუთხით, მერე შეიძლება ყველა დანარჩენ ელჩს პრეტენზიები წავუყენოთ“, - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი