1758568351
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები ორი დღე გაგრძელდება.
ფესტივალი გუშინ კულინარიული მასტერკლასებით გაიხსნა. მოეწყო ტრადიციული თეატრალური მსვლელობა და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
ევროპის მოედანზე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო და ტრადიციები აქვს წარმოდგენილი. ფესტივალის ტერიტორია საშემოდგომო დეკორაციებით არის გაფორმებული.
„განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.