1692302192
აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა დაწყებული გვაქვს, ამის დასტურია ახალი ელჩის დანიშვნა - ვლადიმერ ბოჟაძე

აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა დაწყებული გვაქვს, ამის დასტურია ახალი ელჩის დანიშვნა, იმედს ვიტოვებ, მძიმე განცხადებების მიუხედავად, ეს ურთიერთობები უფრო განვითარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, დემოკრატის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს“.
ბოჟაძის თქმით, „ეს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა“.
„სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოგვედგინა, იყვნენ საქართველოს მეგობრები იყვნენ, აღმოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიციის მეგობრები არიან. ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა დაწყებული გვაქვს და ამის დასტურია ახალი ელჩის დანიშვნა. იმედს ვიტოვებ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება ასეთი მძიმე განცხადებების მიუხედავად“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.