ზემო აჭარასა და იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

უკანონო მოპოვების ფაქტი

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი ზემო აჭარასა და იმერეთში - შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გარემოს დამცველებმა სამი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს; დაურეგისტრირებელი საამქრო აღმოაჩინეს ხარაგაულშიც. საერთო ჯამში, ოთხივე ობიექტიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე.

მასალები რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.