ბათუმში, სიმაღლიდან არასრულწლოვანი გოგო გადმოვარდა და დაიღუპა
1750845975
გასულ კვირაში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ იერიშებს არ გაუნადგურებია ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები, არამედ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან მისი განვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება განმარტავს, ისინი აღნიშნულის შესახებ დაზვერვის პირველადი შეფასების საფუძველზე დაყრდნობით წერენ.
„სიენენი“ წერს, რომ პენტაგონის სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებული შეფასების მიხედვით, აშშ-ის იერიშებმა ვერ შეძლო ირანის ბირთვული ობიექტების ცენტრიფუგებისა და ურანის სრული განადგურება.
„სიენენის“ წყაროების მონაცემებით, იერიშებმა სერიოზულად დააზიანა მხოლოდ მიწისზედა ნაგებობები, კერძოდ, ობიექტების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და შენობები, რომლებიც გამოიყენებოდა ურანის ბომბისთვის საჭირო მასალად გადამუშავებისთვის.
წყაროებმა მედიას განუმარტეს, რომ ურანის მარაგი არ განადგურებულა და რომ ცენტრიფუგები ძირითადად „დაუზიანებელია“.
„აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამა უკან დახია შესაძლოა, რამდენიმე თვით, არა მეტით“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა დაადასტურა, რომ პენტაგონის სადაზვერვო სამსახურმა მართლაც ჩაატარა ირანზე იერიშების შედეგების პირველადი შეფასება, თუმცა აღნიშნა, რომ „სიენენის“ ინფორმაცია „სრულიად მცდარია“.