1692302192
Reuters: კენიაში საპროტესტო აქციების დროს 16 ადამიანი დაიღუპა

კენიაში საპროტესტო აქციების დროს 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კენიის პრეზიდენტ, უილიამ რუტოს გადადგომის მოთხოვნით აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.