7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ სირიაში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამინისტრო ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ოლეგ ბარციცს სირიაში თან ახლავს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ტუჟბა.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ოლეგ ბარციცს საზღვარზე დახვდნენ „სირიაში აფხაზეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამედ ალი და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლისა და ევროპის დეპარტამენტების წარმომადგენლები“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოლეგ ბარიციცი შეხვედრას გამართავს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.