კიბოს სამკურნალოდ ჩავიდა - ისრაელში დაბომბვის დროს 7 წლის უკრაინელი გოგონა დაიღუპა

უკრაინელი ბავშვი

შვიდი წლის უკრაინელი გოგონა ანასტასია ბურკა, რომელიც ისრაელში იშვიათი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოს ჩავიდა, ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე ირანის რაკეტური თავდასხმის შედეგად დაიღუპა, წერია The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგონა დედასთან, ბებიასთან და ორ დედმამიშვილთან ერთად დაიღუპა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი ისრაელსა და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ანასტასია ოდესიდან იყო. გოგონა ებრძოდა იშვიათ ონკოლოგიურ დაავადებას — ლიმფობლასტურ ლეიკემიას. დიაგნოზი 2022 წელს დაუსვეს და უკრაინაში გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი. მცირე გაუმჯობესების შემდეგ მოხდა რეციდივი და ოჯახმა გადაწყვიტა ისრაელში გაეგრძელებინა მკურნალობა.