1692302192
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი - ისრაელი აფასებს დონალდ ტრამპს, მაგრამ ის არ უნდა ჩაერიოს ისრაელის შიდა სასამართლო საკითხებში

ისრაელი აფასებს დონალდ ტრამპს, მაგრამ ის არ უნდა ჩაერიოს ისრაელის შიდა სასამართლო საკითხებში, – ამის შესახებ ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდიმ განაცხადა.
„ჩვენ მადლიერები ვართ პრეზიდენტ ტრამპის, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს დამოუკიდებელ ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ პროცესში“, – განაცხადა ლაპიდმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის შეწყვეტა მოითხოვა. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ან შეწყალება მიეცეს. სწორედ აშშ-მა გადაარჩინა ისრაელი და ახლა გადაარჩენს ბიბი ნეთანიაჰუს“.