1692302192
ღაზას სექტორში ისრაელის იერიშებს 79 ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია 400

ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. "ცაჰალის" იერიშებს ბოლო 24 საათში, 79 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 400.
როგორც მედია წერს, ისრაელელი სამხედროები ბოლო რამდენიმე კვირაა, რეგულარულად უხსნიან ცეცხლს პალესტინელებს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მდებარე ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებთან საკვების მისაღებად რიგში დგანან.
სროლების შედეგად, ათობით ადამიანია დაღუპული. არიან დაჭრილები. ისრაელის მხარის განმარტებით, ცეცხლის გახსნის მიზეზი ჯარისკაცებისთვის შექმნილი საფრთხეა. ამ პოზიციას არ იზიარებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ თავდასხმების ნაწილი პროვოცირებული არ ყოფილა.
ჰუმანიტარული კატასტროფაა ღაზაში. პალესტინურ ანკლავში ორ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ღაზაში ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესის შეწყვეტას ითხოვს