ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა - ავარია თელავში
1748536336
ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტის წინ, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეტყობინება გაუგზავნეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, – ამის შესახებ აღნიშნულია გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის დაზვერვამ ასევე აღმოაჩინა ისრაელის მზადება დარტყმისთვის.
სტატიის თანახმად, აღნიშნული გარემოების გამო, დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, რომელმაც არ უარყო, რომ სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოებს დარტყმისთვის მზადება უბრძანა და ამტკიცებდა, რომ ამისთვის შეზღუდული დრო ჰქონდა.
სტატიის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, თუ რამდენად ეფექტური იქნება ისრაელის დარტყმა ამერიკის მხარდაჭერის გარეშე.
ოფიციალური პირების თქმით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა აღიარა ირანის სისუსტე, თუმცა თქვა, რომ ამან აშშ-ს მისცა ბერკეტი, დაედო შეთანხმება ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი გზით დასრულების შესახებ.
გამოცემა წერს, რომ ისრაელის ხელისუფლება განსაკუთრებით ეჭვის თვალით უყურებს ნებისმიერ შუალედურ შეთანხმებას, რომელმაც შესაძლოა, ირანის ობიექტები თვეების ან წლების განმავლობაში შეინარჩუნოს, სანამ საბოლოო შეთანხმებას არ იქნება მიღწეული.
ამერიკელი ოფიციალური პირების ერთ-ერთ შეშფოთებას წარმოადგენს ის, რომ ისრაელმა შეიძლება, ირანზე დარტყმა მცირე გაფრთხილებით გადაწყვიტოს. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ისრაელს შეუძლია, ირანზე თავდასხმისთვის სულ რაღაც შვიდ საათში მოემზადოს.