1748324677
„ბავშვთა სახლი დააფუძნა და დაუცველ მოზარდებზე 20 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა" - მაიკლ გეილენფელდის ისტორიამ მსოფლიო შეძრა

კოლორადოელი მაიკლ გეილენფელდი ერთი შეხედვით სასიკეთო საქმეს აკეთებდა. მან 1985 წელს ჰაიტიში ბავშვთა სახლი დააფუძნა, სადაც არაერთი ობოლი, ღარიბი და დაუცველი მოზარდი შეიფარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თუმცა, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. როგორც მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, მაიკლი ბავშვებზე სექსუალურად 20 წლის განმავლობაში ძალადობდა.
სასამართლო პროცესზე 6-მა მსხვერპლმა განაცხადა, რომ მაიკლი მათზე სექსუალურ, ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას ახორციელებდა.
„ეს ყველაზე საშინელი რამაა. ის თავის ძალაუფლებას ყველაზე დაუცველი ბავშვების შესავიწროებლად იყენებდა",- განაცხადა საქმის პროკურორმა.
მაიკლ გეილენფელდს თავისუფლების 210 წლით აღკვეთა მიესაჯა.