ვანგამ, 2026 წლისთვის, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი იწინასწარმეტყველა
1758568440
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022-2024 წლებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დარღვევისთვის 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა.
ჯარიმის ოდენობამ 3 474 100 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 100-მდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.
„აღსანიშნავია, რომ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“-ს თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პუნქტის ხელახალ რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში თუ სებ-ს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამავე ბრძანებით განსაზღვრული წესის საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა ორი წელი.
დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.